Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენადი ონიშჩენკო კვლავაც იწუნებს ქართულ ღვინოს


რუსეთის სანიტარული სამსახური რუსეთის ბაზარზე არ დაუშვებს 28 სახეობის ალკოჰოლურ სასმელს, რომელიც ქართველმა მეწარმეებმა რეგისტრაციისთვის წარადგინეს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ”ინტერფაქსს” სანიტარული სამსახურის ხელმძღვანელმა გენადი ონიშჩენკომ განუცხადა: „უკანასკნელ ერთ კვირაში მიღებული ექსპერტიზის დასკვნების მიხედვით, წარმოდგენილი ნიმუშები არ შეესაბამება სანიტარულ ნორმებს“, - განაცხდა მან. მისივე სიტყვებით, დაწუნებულ ალკოჰოლურ სასმელებს შორის არის ქართული კომპანიების, „იმედი-96“, „შუხმანი ვაინს ჯორჯია“, „ძმები ასკანელები“ და „ახალშენი 2005“-ის პროდუქცია: „ამ ყველაფერმა ჩვენ კვლავ დაგვაეჭვა ქართული მხარის სურვილში დაამყაროს ჩვენთან გრძელვადიანი, სტაბილური და ცივილიზებული ურთიერთობები, რომლის მთავარი გარანტიც მხოლოდ ხარისხიანი პროდუქციის მოწოდება უნდა იყოს“, - განაცხადა გენადი ონიშჩენკომ.
XS
SM
MD
LG