Accessibility links

logo-print

ყირგიზეთში დემონსტრაციაზე მოითხოვენ ოქროს საბადოს ნაციონალიზაციას


ყირგიზეთში ასობით დემონსტრანტმა გადაკეტა ავტომაგისტრალი ამ ქვეყანაში უდიდესი ოქროს საბადოს, კუმტორის საწარმოს ნაციონალიზაციის მოთხოვნით. აქცია ჩრდილოეთში მდებარე ისიკ-კულის პროვინციაში იმართება. ორშაბათს პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა 600-მდე დემონსტრანტის წინააღმდეგ, რომლებსაც მძევლად ჰყავდათ აყვანილი ადგილობრივი ოფიციალური პირი. დემონსტრანტები მძევლის დაწვით იმუქრებოდნენ, თუ მთავრობა არ შეასრულებდა მათ მოთხოვნას კუმტორის შესახებ. დაკავებულია 23 პირი, დაშავდა ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი პოლიციელი. კუმტორის ნაციონალიზაციის მოთხოვნით დემონსტრაციები წელს მაისშიც გაიმართა, რამაც მთავრობა აიძულა, გასულ თვეში მოემზადებინა ახალი კონტრაქტი კანადის კომპანია „სენტერა გოლდთან“, რომელიც მაღაროს ექსპლუატაციას ეწევა.
XS
SM
MD
LG