Accessibility links

logo-print

აშშ იმედოვნებს, რომ მალე შეუთანხმდება ავღანეთს აშშ-ის ჯარების მომავალ როლზე


ვაშინგტონი იმედს გამოთქვამს, რომ მალე დაასრულებს ქაბულთან მუშაობას შეთანხმებაზე, რომელიც ეხება აშშ-ის ჯარების მომავალ როლს ავღანეთში, 2014 წლის ბოლომდე ამ ქვეყნიდან უცხოელი სამხედროების უდიდესი ნაწილის გასვლის შემდეგ. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, მხარეები ამ მიმართულებით წინსვლას განაგრძობენ. ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ აშშ და ნატოს ჯარების დაადანაშაულა ავღანეთის სუვერენობის არაერთხელ დარღვევაში. ეს ბრალდება მოჰყვა კარზაისთვის დასმულ შეკითხვას, რომელიც ეხებოდა 5 ოქტომბერს ნატოს საჰაერო დარტყმას ნანგარჰარის პროვინციაში. შედეგად, ქაბულის ინფორმაციით, ხუთი სამოქალაქო პირი დაიღუპა. ნატოს განმარტებით, საჰაერო იერიშის მიზანი იყო შეეჩერებინათ მეამბოხეები, რომლებიც ცდილობდნენ თავდასხმას უცხოელი სამხედროების მიერ გამოყენებულ აეროპორტზე. ნატო ინციდენტის გამოძიებას აპირებს.
XS
SM
MD
LG