Accessibility links

logo-print

რუსეთი მოითხოვს ნიდერლანდისაგან განმარტებას რუს დიპლომატზე თავდასხმისათვის


რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მოსკოვი ნიდერლანდისაგან მოელის ახსნა-განმარტებას და ბოდიშს ჰააგაში რუს დიპლომატზე თავდასხმისათვის. პუტინის განმარტებით, მოსკოვი მოითხოვს თავდასხმაზე პასუხისმგებელი პირების დასჯასაც და აცხადებს, რომ საკუთარ ქმედებას განსაზღვრავს ნიდერლანდის მოქმედების შესაბამისად. ჰააგაში ორშაბათს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს მოსკოვში ნიდერლანდის ელჩი. რუსეთის განცხადებით, კამუფლაჟიანი შეიარაღებული პირები კვირას შეიჭრნენ რუსი დიპლომატის, დმიტრი ბოროდინის ბინაში ჰააგაში და მას სცემეს, შემდეგ ხელბორკილები დაადეს და წაიყვანეს პოლიციაში, სადაც მთელი ღამე დატოვეს დიპლომატიური სტატუსის მიუხედავად. რუსეთის საგარეო უწყების პრესმდივანმა, ალექსანდრ ლუკაშევიჩმა ინციდენტს საერთაშორისო სამართლის „უხეში დარღვევა“ უწოდა. ნიდერლანდელი ოფიციალური პირების განცხადებით, დაწყებულია ინციდენტის გამოძიება.
XS
SM
MD
LG