Accessibility links

logo-print

საპარლამენტო კომიტეტი დაინტერესდა არასრულწოვანი პატიმრის გარდაცვალების ფაქტით


ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არასრულწოვანი პატიმრის გარდაცვალების ფაქტით ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტი დაინტერესდა. კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ მომხდარს მძიმე ფაქტი უწოდა და განაცხადა, რომ აუცილებელია დროული და გამჭვირვალე გამოძიება. ბესელიასთვის საეჭვოა რატომ მოიკლა თავი პატიმარმა, რომელსაც სასჯელაღსრულების დაწესებულება რამდენიმე დღეში უნდა დაეტოვებინა. წინასწარი ინფორმაციით, არასრუწლოვანმა პატიმარმა, რომელიც საკანში მარტო იმყოფებოდა, თავი გასულ საღამოს ჩამოიხრჩო. თვითმკვლელობის ვერსიას უნდობლობას უცხადებენ პატიმრის მშობლები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათი ვაჟი მოკლულია. სასჯელაღსრულების მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით, 16 წლის პატიმარი ქუთაისის დაწესებულებაში რამდენიმე საათის გადაყვანილი იყო, ცალკე საკანში მოთავსება თავად ითხოვა და შეფარდებული გირაოს გადახდის შემდეგ უნდა გათავისუფლებულიყო. სუბარის წინასწარი ინფორმაციით, მომხდარია სუიციდი, თუმცა საბოლოოდ ყველა შეკითხვას გამოძიება უპასუხებს. გარდაცვლილის გვამი ექსპერტიზითვის პროზექტურაში გადაასვენეს.
XS
SM
MD
LG