Accessibility links

logo-print

ლევან დავითაშვილს იმედი აქვს, რომ რუსეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი არ შეფერხდება


საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს იმედი აქვს, რომ რუსეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი არ შეფერხდება. ლევან დავითაშვილმა გენადი ონიშჩენკოს განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა, რომ რამდენიმე ქართული კომპანიის პროდუქციისადმი რუსეთში არსებული შენიშვნები სიახლე არ არის. ”რეგისტრაციის პროცესის 8 თვის განმავლობაში შენიშვნები იყო გამოთქმული 7 კომპანიის 28 პროდუქტის გამო, მათი ნაწილი განმეორებით შემოწმდა და რუსეთის ბაზარზე დაიშვა”, - განუცხადა ჟურნალისტებს ლევან დავითაშვილმა. მისივე განმარტებით, შენიშვნების არსებობა ბუნებრივია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სახელმწიფო რეგისტრაცია გრძელი და ბიუროკრატიული პროცესია. ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, 630-ზე მეტი ქართული პროდუქტი რუსეთში უკვე რეგისტრირებულია და ექსპორტი შეუფერხებლად მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG