Accessibility links

logo-print

თურქეთში გაუქმდა სახელმწიფო უწყებებში თავსაფრის ტარების აკრძალვა


თურქეთში გაუქმდა სახელმწიფო უწყებებში ქალებისათვის თავსაფრის ტარების აკრძალვა. ამ ზომას ითვალისწინებს რეფორმების მასშტაბური პროექტი. პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა მმართველი პარტიის წევრ პარლამენტარებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ გაუქმებულია „არქაული ზომა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა რესპუბლიკის სულისკვეთებას“. მოხელე ქალებს ამიერიდან შეეძლებათ თავსაფრის ტარება. მაგრამ აკრძალვა, რომელიც ჯერ კიდევ 1925 წელს არის შემოღებული, კვლავინდებურად ძალაში რჩება იუსტიციის სისტემასა და სამხედრო დაწესებულებებში.
XS
SM
MD
LG