Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოფილმა საველე მეთაურმა ბოდიში მოიხადა ავღანეთში სისხლისღვრისათვის


ავღანეთში ყოფილმა საველე მეთაურმა, გენერალმა აბდულ რაშიდ დოსტუმმა ბოდიში მოიხადა სამოქალაქო ომში შესრულებული როლისთვის. 7 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში დოსტუმი აღნიშნავს, რომ დროა, ბოდიში მოუხადოს ავღანელ ხალხს, რომელიც „მსხვერპლად იქნა გაღებული“ პოლიტიკის გამო. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ბოდიშს იხდის ყოფილი საველე მეთაური, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ავღანეთის სამოქალაქო ომში. დოსტუმს, რომელიც ეთნიკური უზბეკების გასამხედროებული ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელია, სამხედრო დანაშაულების ბრალდებას უყენებენ. ორშაბათს დოსტუმი დაასახელეს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად 2014 წლის აპრილის არჩევნებზე.
XS
SM
MD
LG