Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ბრიტანეთი და ირანი ერთმანეთის საელჩოების ამოქმედებაზე ფიქრობენ


დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის უილიამ ჰეიგის განცხადებით, მისმა ქვეყანამ და ირანმა დაიწყეს პროცესი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს ლონდონსა და თეირანში გახსნა საელჩოებისა, რომლებიც 2011 წლის შემდეგ დახურულია. პარლამენტში გამოსვლისას, ჰეიგმა განაცხადა, რომ ის და მისი ირანელი კოლეგა მოჰამად ჯავად ზარიფი შეთანხმდნენ, დანიშნონ საგანგებო წარგზავნილები, რომლებიც საელჩოების შესაძლო გახსნის საკითხზე იმუშავებენ. თუმცა, ჰეიგმა დასძინა, რომ ამ გეგმის წარმატება დამოკიდებული იქნება კონკრეტულ ნაბიჯებზე როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან. კერძოდ, ლონდონის საგარეო უწყების მესვეურის თქმით, ირანმა საფუძვლიანი ცვლილებები უნდა შეიტანოს თავის ბირთვულ პროგრამაში.
XS
SM
MD
LG