Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ გააგრძელებს ეგვიპტისთვის სამხედრო დახმარების გაწევას


თეთრი სახლის ცნობით, ინფორმაცია აშშ-ის მიერ ეგვპტისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტის განზრახვაზე „მცდარია“. კეიტლინ ჰეიდენმა, პრეზიდენტ ბარაკ ობამას ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოაქვეყნებს ინფორმაციას ეგვიპტისთვის სამხედრო დახმარების მომავალზე. ჰეიდენის განცხადებით, ობამამ სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ ეგვიპტის დახმარება „გაგრძელდება“.
XS
SM
MD
LG