Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის პარლამენტში მსჯელობენ ოქროს საბადოზე, რომელიც პროტესტს იწვევს


ყირგიზეთის პარლამენტში მსჯელობენ ახალ კონტრაქტზე კანადის კომპანია „სენტერა გოლდთან“, რომელიც ექსპლუატაციას უწევს კუმტორის ოქროს საბადოს. პარლამენტში ამ საკითხის განხილვა გადაწყდა მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთში მდებარე ისიკ-ყულის პროვინციაში საპროტესტო აქციები გაიმართა კომტურის საბადოს ნაციონალიზაციის მოთხოვნით. სამშაბათს ასობით დემონსტრანტმა გადაკეტა ავტომაგისტრალი და მოითხოვა ორშაბათს დაკავებული 20-ზე მეტი ადამიანის გათავისუფლება. დღეს პრეზიდენტმა ალმაზბეკ ატამბაევმა უთხრა ჟურნალისტებს, რომ „კუმტორის“ ნაციონალიზაცია შეუძლებელია ყირგიზეთის ეკონომიკისათვის უზარმაზარი ფინანსური დანაკარგის გარეშე. ატამბაევმა დემონსტრანტებს „ტერორისტები და ბანდიტები“ უწოდა.
XS
SM
MD
LG