Accessibility links

logo-print

აშშ-ის სადაზვერვო სამმართველო სამუშაო ადგილებზე აბრუნებს შვებულებაში გაშვებული თანამშრომლების ნაწილს


აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო, უშიშროების მოსაზრებებიდან გამომდინარე, სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას თხოვს თანამშრომლების ნაწილს, რომელიც შვებულებაში გაუშვეს აშშ-ის ზოგი სამთავრობო უწყების დახურვასთან დაკავშირებით. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი ჯონ ბრენანი წერილობით განცხადებაში განმარტავს, რომ შვებულებაში მყოფი პირების დაბრუნება აუცილებელია სადაზვერვო სამმართველოს მთავარი ამოცანების შესასრულებლად - ეს ეხება უცხოეთში სადაზვერვო მასალის მოგროვებას, გაანალიზებას, საიდუმლო მისიებსა და კონტრდაზვერვას. განცხადებაში ნათქვამია, რომ შვებულებაში იყო ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლების მნიშვნელოვანი ნაწილი, თუმცა არ არის დაკონკრეტებული მათი რაოდენობა.
XS
SM
MD
LG