Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანელი ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ არჩევნები დარღვევებით მიმდინარეობს


აზერბაიჯანში იმართება საპრეზიდენტო არჩევნები, დარღვევების ბრალდების ფონზე. ოპოზიციური პარტიების კოალიციის კანდიდატმა ჯამილ ჰასანლიმ ჩვენი რადიოს აზერბაიჯანულ სამსახურთან საუბარში აღნიშნა, რომ ხდება კენჭისყრის „მასობრივი ფალსიფიკაცია“: „ინფორმაცია, რომელსაც მე ვიღებ ჩვენი მეთვალყურეებისაგან ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, ადასტურებს მასობრივ გაყალბებას. როგორ უნდა ილაპარაკო არჩევნებზე იქ, სადაც ოფიციალური შედეგი უკვე განსაზღვრულია კენჭისყრის წინა დღეს?“ - უთხრა ჩვენს რადიოს ჰასანლიმ. არჩევნებში მონაწილეობს პრეზიდენტობის 10 კანდიდატი, თუმცა მოსალოდნელია, რომ იოლად გაიმარჯვებს მოქმედი პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი, რომელიც უკვე მესამე ვადით იყრის კენჭს. ილჰამ ალიევი პრეზიდენტის პოსტზეა 2003 წლიდან, მამის - ყოფილ პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის გარდაცვალების შემდეგ. უფლებადამცველი ორგანიზაციები აზერბაიჯანის მმართველ რეჟიმს ოპონენტების მიმართ რეპრესიებში ადანაშაულებს.
XS
SM
MD
LG