Accessibility links

logo-print

მიხეილ სააკაშვილი მთავრობას სთავაზობს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას


საქართველოს ტერიტორიის საოკუპაციო ხაზთან განვითარებული მოვლენების გამო პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავრობას ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას სთავაზობს. „პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ამ საკითხზე სასწრაფო მსჯელობაა საჭირო და მისი სახელით გადავცემ მთავრობას, რომ შაბათს შეიკრიბოს უშიშროების საბჭო, თუ ამის სურვილი ექნებათ“, – განაცხადა თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა. მისივე თქმით, საბჭოს სხდომაზე შესაძლოა, განხილული იყოს სოჭის ოლიმპიადის საკითხიც.
XS
SM
MD
LG