Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის პრეზიდენტის მომხრეები არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობენ


აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მომხრეები უკვე შეუდგნენ დღევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ალიევის მოსალოდნელი გამარჯვების აღნიშვნას. ჩვენი რადიოს აზერბაიჯანული სამსახურის ცნობით, მმართველ პარტია „ახალი აზერბაიჯანის“ მომხრეები ბაქოში პარტიის შტაბბინასთან შეიკრიბნენ. ალიევი, როგორც ჩანს, მესამე ხუთწლიანი ვადითაც აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად. მაგრამ ოპოზიცია აცხადებს, რომ კენჭისყრა დარღვევებით ჩატარდა. რამდენიმე ეგზიტ პოლის შედეგებით, ალიევს ერგო ხმების 81-84%. ის დიდი უპირატესობით უსწრებს მეორე ადგილზე გასულ კანდიდატს, ოპოზიციონერ ჯამილ ჰასანლის, რომელსაც სულ, დაახლოებით, რვა პროცენტი ერგო. ჰასანლიმ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ხელისუფლებას ადანაშაულებს არჩევნების „ტოტალურ ფალსიფიკაციაში“. ილჰამ ალიევი ხელისუფლების სათავეში დგას 2003 წლიდან - მამამისის, პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის გარდაცვალების შემდეგ.
XS
SM
MD
LG