Accessibility links

ევროპის კავშირი იტალიას 30 მილიონ ევროს გამოუყოფს ლტოლვილთა პრობლემის მოსაგვარებლად


ევროპის კავშირმა პირობა დადო, რომ იტალიას 30 მილიონ ევროს გამოუყოფს ლტოლვილთა პრობლემის მოსაგვარებლად, რომლებიც ამ ქვეყანაში ჩამოდიან. ეს განცხადება გააკეთა ევროკომისიის თავმჯდომარემ, ჟოზე მანუელ ბაროზუმ, როცა იტალიის პრემიერ-მინისტრ ენრიკო ლეტასთან ერთად მოინახულა კუნძული ლამპედუზა, რომლის მახლობლადაც ახლახან ჩაიძირა აფრიკიდან მომავალი ხომალდი ლტოლვილებით. 3 ოქტომბერს მომხდარ ტრაგედიას, უკანასკნელი მონაცემებით, ემსხვერპლა 300 ადამიანზე მეტი, ძირითადად ერითრეიდან და სომალიდან. მთლიანობაში გემზე 500-ზე მეტი მიგრანტი იმყოფებოდა. მათგან 155 გადარჩა. გრძელდება ათობით უგზო-უკვლოდ დაკარგული მიგრანტის ძებნა.
XS
SM
MD
LG