Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით უსუფაშვილს იმედი აქვს, რომ პარლამენტი თბილისში თებერვალში გადმოვა


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს იმედი აქვს, რომ პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში თებერვალში გადმოვა, - აღნიშნული განცხადება მან ბიზნესსექტორთან შეხვედრისას გააკეთა, სადაც ხაზი გაუსვა ბიზნესის წარმომადგენლებთან აქტიური თანამშრომლობისა და კომუნიკაციის მნიშვნელობას. ბიზნესისადმი დავით უსუფაშვილის შეთავაზებაა, რომ მასთან და შესაბამისი პროფილის საპარლამენტო კომიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრები კვარტალში ერთხელ მაინც გაიმართოს და ყველა საკანონმდებლო ინიციატივაზე იყოს ინტენსიური თანამშრომლობა. დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ქუთაისში პარლამენტის ყოფნა ამ თვალსაზრისით ბევრ რამეს აფერხებს და იმედი აქვს, პარლამენტი თებერვალში ქუთაისიდან დედაქალაქში გადმოვა.
XS
SM
MD
LG