Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანელ გოგონა მალალა იუსაფზაის სახაროვის სახელობის პრემია მიენიჭა


ევროპის პარლამენტმა პაკისტანელ გოგონას, მალალა იუსაფზაის მიანიჭა სახაროვის სახელობის პრემია. მალალა იუსაფზაი გოგონების განათლების უფლებისათვის მებრძოლი აქტივისტია, რომელიც ერთი წლის წინ მძიმედ დაიჭრა თალიბანის თავდასხმის შედეგად. სახაროვის პრემიაზე ის წარადგინა ევროპარლამენტარების ჯგუფმა, რომლის წევრებს შორის არის ბრიტანეთის წარმომადგენელი, სერ გრემ უოტსონი. „მალალა იუსუფზაი იმიტომ წარვადგინე, რომ მჯერა - ის განასახიერებს იმას, რისკენაც ბევრი მიისწრაფვის: იყოს გოგონა, რომელიც მოითხოვს განათლების უფლებას. ჩვენ გვჭირდება გაცილებით მეტი ადამიანი, ვინც, როგორც მალალა, ხმას აიმაღლებს და დაბეჯითებით იტყვის, რომ ქალებს აქვთ განათლების მიღების უფლება საზოგადოებაში, სადაც ამაზე ხშირად უარს ეუბნებიან“, განაცხადა ევროპარლამენტარმა, სერ გრემ უოტსონმა ბრიუსელში რადიო თავისუფლების კორესპონდენტთან საუბარში. ევროპის პარლამენტი სახაროვის სახელობის პრემიას, რომელსაც უკავშირდება ფულადი ჯილდო 65 000-მდე დოლარის ოდენობით, ანიჭებენ ადამიანის უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების დამცველ აქტივისტებს.
XS
SM
MD
LG