Accessibility links

logo-print

ლიბიაში გაათავისუფლეს პრემიერ-მინისტრი, რომელიც დღეს შეიპყრეს მეამბოხეებმა


ლიბიის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, გათავისუფლებულია პრემიერ-მინისტრი ალი ზეიდანი, რომელიც რამდენიმე საათით ადრე გაიტაცა ყოფილი მეამბოხეების ჯგუფმა. ჯერ არ გავრცელებულა დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გაათავისუფლეს ზეიდანი. დღეს უფრო ადრე, ყოფილი მეამბოხეების ჯგუფმა გამოაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი „დააპატიმრა“ მისი მთავრობის მონაწილეობისათვის ოპერაციაში, რომლის შედეგადაც ამერიკელმა სამხედროებმა შაბათს ტრიპოლიში შეიპყრეს ალ-ყაიდის სავარაუდო მაღალი რანგის მეთაური. მთავრობამ დაგმო პრემიერ-მინისტრის დაკავება და განაცხადა, რომ არ აჰყვება „შანტაჟს“. ლიბიის მთავრობისთვის რთული ამოცანაა კონტროლის შენარჩუნება ქვეყანაში, სადაც შეიარაღებულ ჯგუფებს შორის დაპირისპირება გრძელდება ყოფილი ლიდერის, მოამარ კადაფის რეჟიმის დამხობიდან ორი წლის შემდეგაც.
XS
SM
MD
LG