Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რასმუსენი: საქართველო 2015 წლისთვის შეუერთდება ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს


ნატოს გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი ვარაუდობს, რომ საქართველო 2015 წლისთვის შეუერთდება ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს. რასმუსენმა ეს ვარაუდი გამოთქვა ბრიუსელში დღეს გამართულ ბრიფინგზე. „საქართველომ შემოგვთავაზა მომავალში ნატოს რეაგირების ძალებში გაწევრიანება და ჩვენ მას დავთანხმდით. ამიტომ მოველი, რომ საქართველოს ჯარები ამ ძალებისათვის მზად იქნებიან 2015 წლისთვის. ეს მოხდება პირველად - საქართველო პირველად შეუერთდება ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს“, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა დღეს ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე, რომელზეც რამდენიმე საკითხს შეეხო, მათ შორის ვითარებას ავღანეთში, ლიბიაში და ნატოს ურთიერთობას უკრაინასთან და მოლდავეთთან.
XS
SM
MD
LG