Accessibility links

logo-print

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია კანადელ მწერალს მიენიჭა


ლიტერატურის დარგში ნობელის წლევანდელი პრემია მიენიჭა კანადელ ელის მანროს - 82 წლის მწერალ ქალს, რომლის პროზასაც დიდი საერთაშორისო აღიარება აქვს მოპოვებული. შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიის გადაწყვეტილება დღეს სტოკჰოლმში გამოაცხადა აკადემიის მუდმივმა მდივანმა, პეტერ ენგლუნდმა: „ლიტერატურის დარგში 2013 წლის ნობელის პრემია ენიჭება კანადელ ავტორს, ელის მანროს - თანამედროვე მოთხრობის ოსტატს“. მიმდინარე კვირაში სტოკჰოლმში უკვე დასახელდნენ ნობელის წლევანდელი პრემიის ლაურეატები მედიცინის, ფიზიკის და ქიმიის დარგებში. თითოელ დარგში პრემია ითვალისწინებს ფულად ჯილდოს 1,25 მილიონი დოლარის ოდენობით. ხვალ ოსლოში გამოაცხადებენ, ვის მიენიჭება მშვიდობის დარგში ნობელის პრემია, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. შვედი მეწარმის, ალფრედ ნობელის მიერ დაარსებული პრესტიჟული პრემიის მფლობელები პირველად 1901 წელს გამოვლინდნენ. ის გაიცემა მედიცინის, ფიზიკის, ქიმიის, ლიტერატურის, ეკონომიკისა და მშვიდობის დარგებში. ჯილდოები 10 დეკემბერს გადაეცემათ ლაურეატებს. 1896 წლის სწორედ ამ დღეს გარდაიცვალა ალფრედ ნობელი.
XS
SM
MD
LG