Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოელი მეთვალყურეები სხვადასხვაგვარად აფასებენ აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებს


ეუთოს და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მეთვალყურეები სხვადასხვაგვარად აფასებენ ოთხშაბათს აზერბაიჯანში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს. არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა მოქმედმა პრეზიდენტმა, ჰეიდარ ალიევმა, რომელიც მესამე ვადით რჩება ამ პოსტზე. ეუთოს მისიის შეფასებით, კენჭისყრამ „მნიშვნელოვანი პრობლემებით“ და „ხარვეზებით“ ჩაიარა. მაგრამ განსხვავებულ დასკვნამდეა მისული ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპის პარლამენტის ერთობლივი სამეთვალყურეო მისია: მისი შეფასებით, კენჭისყრა გამჭვირვალე და დემოკრატიული იყო, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული მძიმე პრობლემების მიუხედავად. საარჩევნო ბიულეტენების თითქმის მთლიანად დათვლის შედეგებით, ილჰამ ალიევს ერგო ხმების 84,6%. ოპოზიციის საერთო კანდიდატმა, ჯამილ ჰასანლიმ სულ ხუთამდე პროცენტი მოაგროვა. ჰასანლი ამ შედეგის გასაჩივრებას აპირებს.
XS
SM
MD
LG