Accessibility links

logo-print

შალვა ფიფიას განცხადებით, ორშაბათიდან განახლდება რუსეთში ციტრუსის და ხილის ექსპორტი


საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ საგანგებოდ მოწვეულ ბრიფინგზე დაადასტურა, რომ მომავალი ორშაბათიდან განახლდება რუსეთში ციტრუსის და ხილის ექსპორტი. მანამდე რუსეთის ფიტოსანიტარიული მეთვალყურეობის ფედერალური სამსახურის უფროსმა სერგეი დანკვერტმა სააგენტო ინტერფაქსს განუცხადა, რომ 14 ოქტომბრიდან შეზღუდვის გაუქმების დოკუმენტს მხარეებმა ხელი დღეს მოაწერეს მოსკოვში, სადაც მოლაპარაკება გაიმართა საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან ზურაბ ჩეკურაშვილთან. სერგეი დანკვერტის თქმით, შეთანხმება საქართველოში რუსი სპეციალისტების მუშაობის შედეგებს ეფუძნება. ”მათ ქართველ კოლეგებთან ერთად შექმნეს შესაბამისი პირობები იმისთვის, რომ რუსეთში შესაძლებელია ქართული ციტრუსით და ხილით ვაჭრობა”, - განაცხადა დანკვერტმა. ქართული ხილის იმპორტი რუსეთმა 2005 წლიდან აკრძალა იმ ოფიციალური მიზეზით, რომ არ ხდებოდა აუცილებელი ფიტოსანიტარიული შემოწმება. ექსპორტის აღსადგენად საქართველო რუსეთთან მოლაპარაკებას გასული წლის ბოლოდან აწარმოებდა.
XS
SM
MD
LG