Accessibility links

მთავრობის კვლავ ასამოქმედებლად ობამა "გამოსასყიდს არ გადაიხდის"


თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ბარაკ ობამა ალბათ ხელს მოაწერს კანონპროექტს, რომლის თანახმად დროებით მოხდება მთავრობის ვალის ლიმიტის გაზრდა, თუ ის უპირობო იქნება. თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჯეი კარნიმ განაცხადა, რომ ობამა "გამოსასყიდს არ გადაიხდის", რათა მთავრობის კვლავ ამოქმედება გახდეს შესაძლებელი. წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა ოჰაიოს შტატიდან, ჯონ ბეინერმა წარმოადგინა წინადადება, ლიმიტის დროებითი გაზრდის შესახებ, რათა მთავრობა კვლავ ამუშავდეს, ერთი კანონპროექტის თაობაზე კომპრომისის სანაცვლოდ. მთავრობის მუშაობა შეწყვეტილია უკვე მეორე კვირაა, რადგან რესპუბლიკელებმა ლიმიტის გაზრდისთვის მხარდაჭერა დაუკავშირეს ჯანმრთელობის დაზღვევის კანონპროექტში ცვლილებას, რასაც დემოკრატები არ დათანხმდნენ. მთავრობის ვალი ზღვარს მიაღწევს 17 ოქტომბერს და საჭიროებს კონგრესის გადაწყვეტილებას მისი გაზრდის შესახებ, რათა შენარჩუნებულ იქნეს გადახდისუნარიანობა. ობამა მოგვიანებით ხვდება რესპუბლიკელთა ლიდერებს.
XS
SM
MD
LG