Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამას შეხვედრა რესპუბლიკელებთან უშედეგოდ დასრულდა


აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და რესპუბლიკური პარტიის ლიდერებს შორის შეხვედრა ხუთშაბათს მნიშნელოვანი შედეგის გარეშე დასრულდა. თეთრი სახლი აცხადებს, რომ ეს „კარგი“ შეხვედრა იყო, თუმცა, მხარეებმა ვერ გამონახეს ჩიხიდან გამოსასვლელი გზა. წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელთა უმრავლესობის ლიდერმა ერიკ კანტორმა განაცხადა, რომ შეხვედრა „ძალიან სასარგებლო“ იყო. ამერიკელი კანონმდებლები სულ უფრო უახლოვდებიან შეთანხმების ბოლო ვადას - 17 ოქტომბერს. ამ თარიღამდე საჭიროა დროებითი შეთანხმებას მაინც მიაღწიონ მთავრობის ვალის ლიმიტის გაზრდის შესახებ, რომ აშშ-ს თავიდან ააცილონ დეფოლტი, რაც თავის მხრივ ზეგავლენას იქონიებს გლობალურ ფინანსურ სისტემაზე.
XS
SM
MD
LG