Accessibility links

logo-print

გაეროს უშიშროების საბჭომ მანდატი გაუგრძელა ნატოს ძალებს ავღანეთში


გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი ავღანეთში ნატოს ძალების მანდატის 2014 წლის ბოლომდე გაგრძელების შესახებ რეზოლუციას. როგორც მოელიან, ეს იქნება უშიშროების საბჭოს ბოლო გადაწყვეტილება ავღანეთში უსაფრთხოების მხარდაჭერის საერთაშორისო ძალებისთვის (ISAF) უფლებამოსილების მინიჭებაზე. აშშ და მისი მოკავშირეები 2014 წლის ბოლოსთვის ავღანეთიდან საბრძოლო დანაყოფების გამოყვანასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის ავღანეთის ძალებისთვის გადაცემას აპირებენ. გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთშაბათის რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ვითარება ავღანეთში „ჯერ კიდევ შეიცავს საფრთხეს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“. უშიშროების საბჭო მოუწოდებს ავღანეთის მთავრობას კორუფციასთან ბრძოლისკენ, მეტი გამჭვირვალებისა და ანგარიშვალდებულებისკენ. ავღანეთში ნატოს ეგიდით დაახლოებით 87 000 სამხედრო იმყოფება. მათგან დაახლოებით 60 000 ამერიკის სამხედროა.
XS
SM
MD
LG