Accessibility links

logo-print

მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა ქიმიური იარაღის აკრძალვაზე მომუშავე ორგანიზაციას


მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას. წლევანდელი ლაურეატი ოსლოში დაასახელა ნორვეგიის ნობელის კომიტეტის თავმჯდომარემ, ტორნბიორნ იაგლანდმა. როგორც მან აღნიშნა, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას პრემია მიენიჭა ქიმიური იარაღის გასანადგურებლად მიმართული დიდი ძალისხმევისათვის. „კონვენციებმა და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის მუშაობამ საერთაშორისო სამართლით ტაბუდ აქცია ქიმიური იარაღის გამოყენება. ბოლო მოვლენებმა სირიაში, სადაც ისევ იქნა გამოყენებული ქიმიური იარაღი, ხაზი გაუსვა საჭიროებას, რომ გააქტიურდეს ძალისხმევა ასეთი იარაღის მოსასპობად“, აღნიშნა ნორვეგიის ნობელის კომიტეტის თავმჯდომარემ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის წლევანდელი ლაურეატის, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის გამოცხადებისას. ეს საერთაშორისო ორგანიზაცია ჰააგაშია დაფუძნებული და ამჟამად მეთვალყურეობს სირიაში ქიმიური იარაღის და მისი დასამზადებელი საწარმოების განადგურების პროცესს.
XS
SM
MD
LG