Accessibility links

logo-print

მოლდავეთში გეების მოწინააღმდეგე აქტივისტებმა ჩაშალეს პარლამენტის სხდომა


მოლდავეთში პარლამენტის სხდომა ჩაშალა ათობით მართლმადიდებელმა მღვდელმა და მორწმუნემ, რესპუბლიკის სასახლის შესასვლელის დაბლოკვით. ისინი ოპოზიციონერ კომუნისტ პარლამენტარებთან ერთად აპროტესტებენ შესაძლო საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც ითვალისწინებს ე.წ. „ჰომოსექსუალური პროპაგანდისათვის“ განსაზღვრული სასჯელის გაუქმებას. მოლდავეთის პარლამენტი აპირებს, განიხილოს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც უფლებებით უზრუნველყოფდა მოლდავეთის ჰომოსექსუალ მოქალაქეებს. ასეთი კანონი წინააღმდეგობაში მოდის მოლდავეთში არსებულ კანონთან, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას ჰომოსექსუალური ურთიერთობების პროპაგანდისათვის.
XS
SM
MD
LG