Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნოდარ ხადურმა ”სრულიად წარმოუდგენელი” უწოდა სავალუტო ფონდის პროგნოზს


საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ”სრულიად წარმოუდგენელი” უწოდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზს, რომლის თანახმად, წლის ბოლომდე საქართველოში უმუშევრობის დონე 16,7%-ს მიაღწევს, მომავალ წელს კი 17,3%-მდე გაიზრდება. ნოდარ ხადურმა, რომელიც სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფება, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ თემაზე სავალუტო ფონდს საქართველოს მთავრობასთან კომუნიკაცია საერთოდ არ ჰქონია და არანაირი ფაქტობრივი მონაცემები არ ადასტურებს იმას, რომ შესაძლოა, პრობლემა შეიქმნას. ფინანსთა მინისტრის თქმით, ”წლის მეორე კვარტლიდან დაწყებულია დასაქმების მაჩვენებლის ზრდა, ეს პროცესი გაძლიერდება და შემდგომი წლების განმავლობაში უმუშევრობა მნიშვნელოვნად შემცირდება.”
XS
SM
MD
LG