Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ შეაჩერა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის შესარჩევი კონკურსი


საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი შეაჩერა თბილისის საქალაქო სასამართლომ. მის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო სამეურვეო საბჭოს მიერ გენერალური დირექტორის თანამდებობიდან სექტემბერში დათხოვნილი გიორგი ბარათაშვილის სარჩელი, რომელიც სასამართლომ განსახილველად მიიღო. სამეურვეო საბჭომ ბარათაშვილი პოსტიდან წელს მარტშიც გაათავისუფლა, თუმცა აპრილში თბილისის საქალაქო სასამართლომ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება უკანონოდ ცნო და გიორგი ბარათშვილი თანამდებობაზე აღადგინა.
XS
SM
MD
LG