Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მოსახლეობის 60% მიიჩნევს, რომ ბავშვის აღზრდის მკაცრი მეთოდები შედეგიანია


საქართველოს მოსახლეობის 60% მიიჩნევს, რომ ბავშვის აღზრდის მკაცრი მეთოდების გამოყენება უფრო შედეგიანია, ვიდრე არაძალადობრივის - ეს შედეგი აჩვენა გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევამ, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა. ანგარიშის პრეზენტაციას დღეს თბილისში დაესწრნენ ხელისუფლების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 94%-ს ესმის, რომ ბავშვისთვის ისიც კი საზიანოა, როცა ოჯახში ძალადობის მომსწრეა, მაგრამ 70% თავშეკავებით ეკიდება იდეას, რომ უფლებამოსილი ორგანოები ოჯახის საქმეებში ერეოდნენ. გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის საშა გრაუმანის თქმით, ფონდი თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან, რათა გაძლიერდეს ბავშთა დაცვის პროცედურები. ”მაგრამ იმისთვის, რომ ინსტიტუციურმა მექანიზმებმა სათანადოდ იმუშაონ, უმნიშვნელოვანესია, რომ ყველამ ვიაქტიუროთ და ამოვიღოთ ხმა, როცა ძალადობას ვხედავთ", - განაცხადა გრაუმანმა.
XS
SM
MD
LG