Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქო უარყოფს საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ დასავლეთის კრიტიკას


ბაქო უარყოფს დასავლეთის კრიტიკას აზერბაიჯანში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებისადმი, რომელთა შედეგადაც მესამე ვადით აირჩიეს მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ალი ჰასანოვმა „მიკერძოებული“ და მხოლოდ ოპოზიციისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაფუძნებული უწოდა კრიტიკას, რომელსაც ეუთოს სამეთვალყურეო მისია გამოთქვამს. ეუთოს განცხადებით, აზერბაიჯანში 9 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებმა „სერიოზული ხარვეზებით“ ჩაიარა, ხოლო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ არჩევნები არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს. ჰასანოვმა „მიუღებელი“ უწოდა შეერთებული შტატებისაგან ამ კრიტიკას. არჩევნების ოფიციალური შედეგებით, პრეზიდენტობის ოპოზიციის საერთო კანდიდატს, ჯამილ ჰასანლის ხმების სულ ხუთამდე პროცენტი ერგო.
XS
SM
MD
LG