Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთში განაგაში გამოცხადდა ძლიერი ციკლონის გამო


ინდოელი ოფიციალური პირების ცნობით, 400 000-მდე ადამიანი ევაკუირებულია ბენგალის ყურეში ძლიერი ციკლონის გამო. მოსალოდნელია, რომ ციკლონი, რომელსაც „ფაილინს“ უწოდებენ, შაბათს, დღის მეორე ნახევარში დაატყდება ორისის და ანდრა პრადეშის შტატებს. მეტეოროლიგის დეპარტამენტმა განგაში გამოაცხადა და მოელის, რომ ქარის სიჩქარე საათში 220 კილომეტრს მიაღწევს. ცნობების თანახმად, ორისის შტატის დედაქალაქში ადგლობრივი მოსახლეობა პანიკამ მოიცვა - ხალხი პროდუქტებს იმარაგებს, რის შედეგადაც მაღაზიების ნაწილი დაცარიელებულია.
XS
SM
MD
LG