Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ადასტურებს, რომ დაკავებულია პაკისტანელი თალიბების ერთ-ერთი ლიდერი


აშშ ადასტურებს, რომ ამერიკელმა ჯარისკაცებმა შეიპყრეს პაკისტანელი თალიბების, „თეჰრიკ-ი-თალიბანის“ მაღალი რანგის წევრი, ლატიფ მეჰსუდი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის, მარი ჰარფის განცხადებით, ლატიფ მეჰსუდი შეიპყრეს აშშ-ის სამხედრო ოპერაციის შედეგად. მან მეჰსუდს უწოდა მაღალი რანგის სამხედრო მეთაური და პაკისტანელი თალიბების ლიდერთან, ჰაკიმოლა მეჰსუდთან დაახლოებული პირი. პრესმდივანს არ უთქვამს, სად, ან როდის შეიპყრეს ლატიფ მაჰსუდი. მაგრამ საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ამერიკელმა სამხედროებმა ის ბოლოხანს დააკავეს ავღანეთში. პაკისტანის თალიბანმა იკისრა პასუხისმგებლობა ნიუ-იორკში, ტაიმს სკვერზე 2010 წელს აფეთქების მოწყობის მცდელობაზე.
XS
SM
MD
LG