Accessibility links

logo-print

ვიეტნამში ეთხოვებიან გამოჩენილ სამხედრო სარდალს, გენერალ ვო ნგუენ ზიაპს


ვიეტნამში იმართება გენერალ ვო ნგუიენ ზიაპის დაკრძალვის ორდღიანი სახელმწიფო ცერემონია - გენერალ ზიაპის დამსახურებად ითვლება ვიეტნამელი სამხედროების მიერ საფრანგეთის და შეერთებული შტატების ჯარების დამარცხება. გენერალი ერთი კვირის წინ, 102 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჰანოიში ათიათასობით ადამიანია შეკრებილი მისთვის უკანასკნელი პატივის მისაგებად. გენერალი ზიაპი ხელმძღვანელობდა ვიეტნამის ჯარებს, როცა მათ 1954 წელს დაამარცხეს საფრანგეთის ჯარების და ბოლო მოუღეს ვიეტნამში საფრანგეთის კოლონიურ მმართველობას. ხოლო ვიეტნამის ომის დროს, გენერალი ზიაპი სამხედრო სარდალი იყო და მისი ხელმძღვანელობით მოიპოვეს ჯარებმა რამდენიმე გადამწყვეტი გამარჯვება სამხედრო ოპერაციებში, რასაც 1975 მოჰყვა აშშ-ის მხარდაჭერით მოქმედი სამხრეთ ვიეტნამის მთავრობის დამარცხება.
XS
SM
MD
LG