Accessibility links

აშშ და ავღანეთი განაგრძობენ ორმხრივ შეთანხმებაზე მოლაპარაკებას


ავღანეთის პრეზიდენტი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მართავენ მოლაპარაკებას უსაფრთხოების შესახებ ორმხრივ შეთანხმებაზე. ქაბულში ჰამიდ კარზაის და ჯონ კერის ეს შეხვედრა ნავარაუდევზე უფრო დიდხანს გრძელდება. კარზაის პრეს-მდივანმაჟურნალისტებს უთხრა, რომ ზოგი სადავო საკითხი ჯერ არ მოგვარებულა, ამიტომ მოლაპარაკება შაბათს საღამოსაც უნდა გაიმართოს. საქმე ეხება უსარფხთოებისა და თავდაცვის შესახებ ორხმრივ შეთანხმებას, რომელმაც უნდა განსაზღვროს ავღანეთში ამერიკელი სამხედროების როლი 2014 წლის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც ავღანეთს დატოვებენ უცხოელი სამხედროების საბრძოლო შენაერთები. ვაშინგტონი ცდილობს შეთანმხების მიღწევას მიმდინარე თვის ბოლომდე, მაგრამ ქაბული ითხოვს მისი სუვერენობის უზრუნველყოფას, რის დეტალებზე მოლაპარაკებაც აყოვნებს დოკუმენტის საბოლოო ვარიანტზე შეთანხმებას.
XS
SM
MD
LG