Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამეგრელოში სპეცოპერაციისას დაიღუპა ორი და დაიჭრა ოთხი ადამიანი


შაბათს სამეგრელოში, ხობის რაიონის სოფელ ხორგაში ჩატარდა სპეცოპერაცია, რომლის დროსაც დაიღუპა ორი და დაიჭრა ოთხი ადამიანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, ოპერაცია დაიწყო ყაჩაღობისათვის ძებნილი პირის დასაკავებლად. მაგრამ ოპერაციის მსვლელობისას ეჭვმიტანილმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცველებს. ორმხრივი სროლისას დაიღუპნენ ეჭვმიტანილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის სპეცდანიშნულების რაზმის ერთი თანამშრომელი. გარდა ამისა, დაჭრილია ოთხი სამართალდამცველი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დაჭრილები საავადმყოფოში მოინახულა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.
XS
SM
MD
LG