Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ავტოავარიამ 13 მიგრანტი მუშა შეიწირა


რუსეთში 13 ადამიანი შეიწირა ავტოსაგზაო შემთხვევამ. პოლიციის წარმომადგენლის ცნობით, დაიღუპნენ მიგრანტი მუშები - 11 უზბეკი, ორი ტაჯიკი და ერთი აზერბაიჯანელი. ავარია წუხელ მოხდა სამხრეთში მდებარე სამარის ოლქში. საინფორმაციო სააგენტო „იტარ-ტასის“ ცნობით, სერიოზულად დაშავდა ორი ადამიანი. მიკროავტობუსი, რომელშიც მუშები ისხდნენ, ავტოფურგონს დაეჯახა, რის შემდეგაც მიკროავტობუსს ცეცხლი წაეკიდა. ავარიის შესაძლო მიზეზზე საუბრისას, პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მიკროავტობუსის მძღოლს საჭესთან ჩაეძინა და ავტომანქანაზე კონტროლი დაკარგა. თვითონ მძღოლი, 36 წლის მამაკაცი, გადარჩა. ის ამბობს, რომ ავარია საბურავის გასკდომამ გამოიწვია.
XS
SM
MD
LG