Accessibility links

logo-print

ტყიბულის მაღაროში მსხვერპლი მოჰყვა ჭერის ჩამონგრევას


ტყიბულის მაღაროში ადამიანის სიცოცხლე შეიწირა სამუშაო პროცესის დროს ჭერის ჩამონგრევამ. საინფორმაციო საშუალებების ცნობით, მინდელის სახელობის შახტის დირექტორი ვალერი კუხალაშვილი აცხადებს, რომ უბედური შემთხვევა, სავარაუდოდ, მიკროსამთო დარტყმის შედეგად მოხდა. კუხალაშვილის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს შიდა მოკვლევა. შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს სამართალდამცველებმა, რომლებმაც გამოძიება დაიწყეს.
XS
SM
MD
LG