Accessibility links

logo-print

საქართველოს შვიდ ქალაქში გაიმართა აქცია ოკუპაციის წინააღმდეგ


დღეს საქართველოს შვიდ ქალაქში გაიმართა აქცია ოკუპაციის წინააღმდეგ. სტუდენტების მიერ ორგანიზებული აქციის ფარგლებში, მისმა მონაწილეებმა 15 წუთით შეკრეს ცოცხალი ჯაჭვი თბილისში, რუსთავში, თელავში, გორში, ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში. ორგანიზატორები აქციით დასახულ მიზნად ასახელებენ იმის ჩვენებას, რომ საქართველოში ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მომხრეს ერთნაირი, ცალსახა პოზიცია აქვს რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG