Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთში 90-მდე ადამიანი დაიღუპა ინდუისტურ ტაძართან ჭყლეტის შედეგად


ინდოეთის პოლიციის ცნობით, კვირას ინდუისტურ ტაძართან, ხიდზე ჭყლეტის შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 89 და დაშავდა 100-მდე ადამიანი. უბედური შემთხვევა მოხდა ცენტრალურ ინდოეთში მდებარე მადია პრადეშის შტატში. პოლიცია ვარაუდობს, რომ დაღუპულია კიდევ ათობით ადამიანი - ხალხი, ვინც წყალში ჩაცვივდა. მადია პრადეშის შტატში, ქალაქ დატიადან 60-მდე კილომეტრში მდებარე ინდუისტურ ტაძართან ათიათასობით ადამიანი იყო შეკრებილი რელიგიურ დღესასწაულზე. ოფიციალური პირების ცნობით, ჭყლეტა გამოიწვია მითქმა-მოთქმამ, რომ ხიდი შესაძლოა, ჩაინგრეს.
XS
SM
MD
LG