Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული ბაზარი ისევ იხსნება ქართული ხილ-ბოსტნეულისათვის


ორშაბათიდან რუსული ბაზარი ისევ გაიხსნება ქართული ხილ-ბოსტნეულისთვის. როგორც საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 14 ოქტომბრიდან შესაძლებელი იქნება რუსეთში ქართული თხილის, ციტრუსის, ყურძნის, ვაშლის, მსხლისა და კომშის შეტანა. სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ ჩეკურაშვილი გასულ კვირაში იმყოფებოდა რუსეთში, სადაც შეხვდა ამ ქვეყნის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კონტროლის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელს, სერგეი დანკვერტს. "როსსელხოზნადზორის" ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, 7-წლიანი პაუზის შემდეგ განახლდება საქართველოდან მცენარეული წარმოშობის პროდუქციის რუსეთში გატანა. საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოში აღინშნავენ, რომ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ხანგრძლივი მოლაპარაკებების პროცესი.
XS
SM
MD
LG