Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკვე შესაძლებელია რუსეთის ბაზარზე ქართული ხილ-ბოსტნეულის შეტანა


რუსეთის ბაზარი ქართული ხილ-ბოსტნეულისთვის დღეიდან გაიხსნება. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 14 ოქტომბრიდან რუსეთში ქართული თხილის, ციტრუსის, ყურძნის, ვაშლის, მსხლისა და კომშის შეტანა გახდება შესაძლებელი. სააგენტოს ხელმძღვანელი რუსეთში 10 ოქტომბერს იმყოფებოდა, სადაც რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კონტროლის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელს სერგეი დანკვერტს შეხვდა. "როსსელხოზნადზორის" ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, 7-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოდან მცენარეული წარმოშობის პროდუქციის რუსეთში გატანა განახლდება. როგორც საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ხანგრძლივი მოლაპარაკებების პროცესი.
XS
SM
MD
LG