Accessibility links

ორი ავტომობილი აფეთქდა დამასკის ცენტრში


დამასკის ცენტრში ორი ავტომობილი აფეთქდა, ამ ინფორმაციას სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ”სანა” ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, ავტომობილები, რომლებსაც თვითმკვლელი ტერორისტები მართავდნენ, სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის მახლობლად აფეთქდა. აფეთქების შედეგად დაზიანდა შენობა. როგორც სახელმწიფო ტელევიზია იტყობინება, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს ფეხით მოსიარულებმაც.
XS
SM
MD
LG