Accessibility links

logo-print

იტალია აძლიერებს პატრულირებას ხმელთაშუა ზღვის ტერიტორიაზე


იტალია აძლიერებს პატრულირებას ხმელთაშუა ზღვის თავის ტერიტორიაზე, სადაც აფრიკელი მიგრანტების ძებნისა და გადარჩენის ოპერაცია მიმდინარეობს. ოპერაციაში მონაწილე გემების რაოდენობა სამჯერ გაიზრდება. ხოლო საჰაერო პატრულირება უფრო გახშირდება. იტალიის პრემიერ-მინისტრი დეტალებს ორშაბათს, რომში თავდაცვის მინისტრთან განიხილავს. სამხედრო პატრული განხორციელდება სიცილიის, მალტისა და ლიბიის ტერიტორიებზე. აქ ასობით ადამიანი დაიღუპა ოქტომბერში ორი გემის ჩაძირვის შედეგად. მიგრანტთა ერთ-ერთმა ჯგუფმა განაცხადა, რომ როდესაც ისინი ლიბიას ტოვებდნენ, მათი მისამართით ცეცხლი გახსნეს. იტალია და მალტა მოუწოდებს სხვა ევროპული ქვეყნების ლიდერებს განიხილონ არალეგალური მიგრაციის პრობლემების გადაჭრის გზები.
XS
SM
MD
LG