Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამ დროისათვის სიმშვიდეა ბირიულიოვოს რაიონში


მოსკოვში, ბირიულიოვის რაიონში ამ დროისათვის სიმშვიდეა, თუმცა იქ კვლავაც რჩებიან სამართალდამცავები. ბირიულოვოს რაიონში სიტუაცია გუშინ დაიძაბა, როდესაც მოქალაქეების ჯგუფი სავაჭრო ცენტრში შეიჭრა ახალგაზრდა კაცის მკვლელობის გასაპროტესტებლად. ხუთშაბათს მომხდარ მკვლელობაში მიგრანტებს ადანაშაულებენ. არეულობა დაიწყო კვირის საპროტესტო აქციისას, რომლის მონაწილეებიც სამართალდამცველების გააქტიურებას მოითხოვდნენ დამნაშავის დასაკავებლად. აქციის მონაწილეების ნაწილი რასისტული შეძახილებით შეიჭრა სავაჭრო ცენტრში და მინები ჩაამსხვრია, ნაწილმა კი სცადა, შეჭრილიყო ხილ-ბოსტნეულის შესანახ საწყობში, სადაც მიგრანტები არიან დასაქმებული, მაგრამ პოლიციელებმა თავდამსხმელები უკუაგდეს. შეტაკებები დაიწყო მას შემდეგ, რაც პოლიციამ რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა. როგორც იუწყებიან, დაპირისპირებაში ასობით ადამიანი მონაწილეობდა. რადიო თავისუფლების მოსკოვის ბიუროს ინფორმაციით აქციის 400-მდე მონაწილეა დაკავებული. დაპირისპირებისას დაშავდა სულ მცირე 11 დემონსტრანტი და სპეცდანიშულების რაზმის 6 წევრი. ცნობების თანახმად, ადგილობრივი მოსახლე, 25 წლის ეთნიკურად რუსი ახალგაზრდა კაცი ხუთშაბათს ცივი იარაღით მოკლა დაუდგენელმა პირმა, მეგობარი ქალის გამო უთანხმოებისას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფულადი ჯილდო, მილიონი რუბლი დააწესა ინფორმაციისათვის, რომელსაც მკვლელის შეპყრობა მოჰყვება.
XS
SM
MD
LG