Accessibility links

logo-print

რუსი მაგნატი ლებედევი „ნოვაია გაზეტას“ საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელი გახდა


რუსი მაგნატი, ალექსანდრ ლებედევი მოსკოვში დაფუძნებული გაზეთის, „ნოვაია გაზეტას“ საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელი გახდა. მის მიერ სოციალურ ქსელ ტვიტერში გავრცელებულ განცხადებაში ის ჟურნალისტებს თხოვს, ნუღა უწოდებენ მას, „ოლიგარქს“ ან „ბანკირს“ და დასძენს, რომ გაზეთის მთავარი რედაქტორი, დმიტრი მურატოვი, ახლა მისი მოადგილეა. მურატოვმა ორშაბათს დაადასტურა, რომ ლებედევია მისი გაზეთის საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელი, მაგრამ იქვე თქვა, რომ საგამოძიებო ჯგუფში ლებედევის მოადგილის სახით თავისი საქმიანობის შესახებ არაფერი იცის. „ნოვაია გაზეტა“ ცნობილია, როგორც რუსეთის მოვლენათა ობიექტური გამშუქებელ გაზეთი. მის არაერთ ჟურნალისტს თავს დაესხნენ. მათ შორის იყო ანა პოლიტკოვსკაია, რომელიც 2006 წელს მოსკოვში მოკლეს. ლებედევი „ნოვაია გაზეტას“ მფლობელი იყო ყოფილ საბჭოთა ლიდერ მიხაილ გორბაჩოვთან ერთად 2006 წლამდე.
XS
SM
MD
LG