Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნობელის პრემია ეკონომიკის სფეროში ამერიკელთა სამეულს ერგო


ნობელის წლევანდელი პრემია ეკონომიკურ მეცნიერებებში გადაეცემა აშშ-ის ეკონომისტების ტრიოს, ლარს პეტერ ჰანსენს, იუჯინ ფამას და რობერტ შილერს, მათი ნოვატორული შრომისთვის საბაზრო აქტივების ფასების ემპირიული ანალიზისთვის. ამის შესახებ შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიის მუდმივმა მდივანმა, სტაფენ ნორმარკმა გამოაცხადა: „ წელს ეკონომიკის დარგში პრემია პროგნოზისთვის გაიცემა. შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიამ გადაწყვიტა, 2013 წლის „სვერიგეს რიკსბანკის“ ალფრედ ნობელის სახელობის პრემია ეკონომიკურ მეცნიერებათა დარგში მიანიჭოს ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორებს იუჯინ ფამასა და ლარს პეტერ ჰანსენს და ნიუ ჰეივენის იეილის უნივერსიტეტის პროფესორს რობერტ შილერს. აკადემიის დასაბუთებით, პროდუქტთა ფასების მათეული ემპირიული ანალიზისთვის.“ ბოლო ათ წელიწადში ამ დარგში ნობელის ლაურეატებს შორის ამერიკელები დომინირებენ. ეს არ არის იმ პრემიების მსგავსი, რომლებიც შვედმა მეწარმემ ალფრედ ნოებლმა დააარსა. ის 1968 წელს შვედეთის ცენტრალურმა ბანკმა ნობელის სამახსოვროდ დააფუძნა.
XS
SM
MD
LG