Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსტნეულის ბაზარზე მოსკოვის პოლიციამ 1200 შუააზიელი და კავკასიელი მიგრანტი დააკავა


მოსკოვის პოლიციამ ორშაბათს 1200 შუააზიელი და კავკასიელი მიგრანტი დააკავა ბოსტნეულის ბაზართან. დაპატიმრება მოჰყვა გასულ დღეებში მოსკოვში მიგრანტთა საწინააღმდეგო არეულობას. ცნობით, სულ 23 ადამიანია დაშავებული კვირის შეტაკების დროს მოსკოვის ბირიულიოვოს რაიონში. დაშავებულთაგან რვა პოლიციელია. პოლიციის ცნობით, ბაზრის ტერიტორიაზე ნაპოვნია სამი მილიონი რუბლი ნაღდი ფული, ასევე დანები, სამი თოფი. კვირის არეულობა მოჰყვა ხუთშაბათს ადგილობრივი ეთნიკური რუსი მოქალაქის მკვლელობას, რაშიც კავკასიელი მიგრანტს სდებენ ბრალს. შეტაკების 400-მდე მონაწილე დააკავეს, მაგრამ უმეტესობა მალევე გაუშვეს. ორ დაკავებულს ბრალად ხულიგნობა წაუყენეს და არ გაუთავისუფლებიათ.
XS
SM
MD
LG