Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანს სირიის სამშვიდობო კონფრენციის სწრაფად გამართვა სურს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ მოწოდება გამოთქვა, დაუყოვნებლივ გაიმართოს სირიის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია: „გაეროსა და არაბთა ლიგის საგანგებო წარმომადგენლები და მე, ისევე როგორც ბევრი სხვა, ვეთანხმებით აზრს, რომ სირიის კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარება არ მოხდება. ვფიქრობთ, სასწრაფოდ არის საჭირო ჟენევა-ორის კონფერენციის თარიღის დადგენა და მუშაობა ახალი სირიის მიმართულებით.“კერიმ ასევე თქვა, რომ მშვიდობის დამყარება შეუძლებელი იქნება გარდამავალი მთავრობის გარეშე, რათა შეიცვალოს პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი, რომელმაც კერის თქმით, დაკარგა ლეგიტიმურობა, გააერთიანოს ხალხი. კერიმ ეს განაცხადა გაეროს და არაბული ლიგის საგანგებო წარმომადგენელთან, ლახდარ ბრაჰიმისთან შეხვედრის შემდეგ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ორშაბათს განაცხადა, რომ აშშ-მა მეტი ზეწოლა უნდა მოახდინოს სირიის ოპოზიციაზე, რათა ჟენევის სამშვიდობო კონფერენციაში მიიღოს მონაწილეობა. სირიის ოპოზიციური უდიდესი გაერთიანება უარს ამბობს ჟენევის შეხვედრაში მონაწილეობაზე.
XS
SM
MD
LG